Terms & Conditions

წესები და პირობები

მოცემული მონიშვნით ვადასტურებ, რომ ნებაყოფლობით და საკუთარი ინტერესების შესაბამისად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვეთანხმები წესებს (შემდგომში –„თანხმობა“) GEPHA JSC-სთან, რომელიც მდებარეობს: თბილისი, საქართველო, აკაკი ბელიაშვილის ქ. 142, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კომპანია“, რათა გამოიყენოს ზემოთ მითითებული ჩემი პერსონალური მონაცემები, რომელიც დამუშავდება როგორც მოცემულ კომპანიასთან, ასევე Pfizer Group-ის სხვა აფილირებულ სუბიექტებთან თანამშრომლობის მიზნით.

მოცემული თანხმობა ეხება კომპანიის ან მესამე მხარის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზანს (მათ შორის ონლაინ გამართული ღონისძიებები), რაც მიზნად ისახავს სამედიცინო პერსონალთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდასა და განვითარებას. თანახმა ვარ, მივიღო ინფორმაცია, მათ შორის საინფორმაციო ბიულეტენები, მოსაწვევები და გამოკითხვის ფორმები. ასევე, სხვადასხვა ინფორმაცია სამეცნიერო/სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იყოს თქვენი პროფესიული საქმიანობის სფეროსთან და ინტერესებთან დაკავშირებული. შეტყობინებები შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით, მათ შორის: ფოსტა, ელფოსტა, SMS, მობილურზე დაკავშირება და სხვა.

ეს თანხმობა შეიძლება მოიცავდეს პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას, მათ შორის: შეგროვება, სისტემატიზაცია, დაგროვება, შენახვა, განახლება, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა, პერსონალური მონაცემების გადაცემა Pfizer Group-ის კომპანიების სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არ ითვალისწინებენ პერსონალური მონაცემების ადეკვატურ დაცვას (აშშ-ს ჩათვლით). ინფორმაცია Pfizer Group-ის კომპანიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ www.pfizer.com-ზე, ასევე ნებისმიერ დროს მიმართოთ Pfizer-ს.

ვეთანხმები, რომ ზემოაღნიშნული მიზნებისთვის ჩემი პერსონალური მონაცემები შეიძლება მიიღოს მესამე მხარემ. ასევე, მესამე პირებმა შეიძლება მიიღონ ინფორმაცია კომპანიისთვის სხვადასხვა მომსახურების გაწევის მიზნით, კომპანიების მიერ ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადაცემით, ზემოაღნიშნული მიზნებისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ თანხმობით ნებისმიერ მესამე მხარეს უფლება აქვს დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები ამ თანხმობის შესაბამისად. ვიცი, რომ მაქვს უფლება მივიღო სრული ინფორმაცია მესამე მხარის შესახებ, რომელიც ამუშავებს ჩემს პერსონალურ მონაცემებს წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით.

 

ვადასტურებ, რომ ეს თანხმობა ძალაშია ხელმოწერის დღიდან და კომპანიების მიერ ინფორმაციის შენახვისთვის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არის 10 (ათი) წელი –  მიღების დღიდან. ინფორმაციის შენახვის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს ყოველი მომდევნო ათი (10) წლით თუკი არ დაადასტურებთ, რომ ინფორმაციის გამოყენების წინააღმდეგი ხართ. მოცემული თანხმობით ვაცნობიერებ,  რომ შემიძლია გავაუქმო თანხმობა კომპანიებისთვის წერილობითი შეტყობინებით. ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე, კომპანიები სამი (3) სამუშაო დღის განმავლობაში შეწყვეტენ ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

კომპანიები იღებენ ვალდებულებას მიიღონ ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები ჩემი პერსონალური მონაცემების დასაცავად (მათ შორის მონაცემთა უსაფრთხოების საშუალებებით), რომლებიც მიზნად ისახავს ინფორმაციის შესაძლო გავრცელებისა და არაავტორიზებული გამოყენების აღმოფხვრას, ასევე ადგილობრივი რეგულაციების მიღებას, რომლებიც მიმართულია ჩემი პერსონალური მონაცემების დაცვასთან და ჩემს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვასთან. ასეთ შემთხვევაში კი დაინიშნონ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პერსონალური მონაცემების დაცვაზე და მიიღონ სხვა ზომები არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად.

ვადასტურებ, რომ ვიცნობ ჩემს უფლებებსა და მოვალეობებს სს Pfizer Export B.V. და GEPHA-ს მიერ ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნით.